ამ კოლექციას ნამდვილად გამოვარჩევდი სხვა კოლექციებიდან. პირველი იმიტომ,რომ მოდელებზე ვერ დაინახავთ მაღალ ქუსლებს,საღამოს კაბებს, და უამრავ აქსესუარს.ანუ მოდელები ნაძვის ხეებს ნამდვილად არ გვანან.
მეორეც იმიტომ,რომ ამ დიზაინერმა მოახერხა ყოველდღიურობა,კომფორტი, და მაღალი მოდა ერთმანეთში შეერწყა,რომელიც საუკეთესოდ გამოუვიდა.
ამ შემთხვევაში ამ კოლექციას სრულად გაჩვენებთ და ალბათ მიხვდებით,რას ვგულისხმობდი ჩემს წინა სიტყვებში.
ახლახანს აღმოვაჩინე ახალი სერიალი,რომელიც დარწმუნებული ვარ ძალიან მოგეწონებათ გოგოებო!
სერიალის სახელწოდებაა Jane by design- გადმოცემულია ერთი ღარიბი გოგონას ისტორია,რომელსაც არ ყავს მშობლები,ჰყავს მხოლოდ ძმა,რომელიც ორმაგ ფუნქციას ასრულებს,მაგრამ ბენი მისი ძმა ვერ წვდება გადასახადებს ამიტომაც მთავარი გმირი გადაწყვეტს დაიწყოს მუშაობა ერთ-ერთ მოდის სახლში.მთავარი პრობლემა კი ისაა,რომ ჯეინი ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეა,ამიტომაც მას ორმაგი ცხოვრება აქვს. სიუჟეტი ძალიან საინტერესოდ ვითარდება,მხოლოდ 1 სეზონია გამოსული,სეზონში 10 სერიაა.თუ დაგაინტერესებთ ყურება შეგიძლიათ შეხვიდეთ აქ