Tuesday, August 30, 2011

Gossip girl-ის წიგნი ქართულ ენაზე!

Facebook-ზე გახსნილია ჭორიკანას ქართული ფან-კლუბი.გუშინ ფან-კლუბის გვერძე დაიდო ჭორიკანას წიგნი ქართულ ენაზე. პირველი თავი.შეიძლება ბევრმა ნახა,მათ ვინც ვერ ნახა გთავაზობთ ჩემს ბლოგში:)


წიგნი 1 - თავი I

არასოდეს გიფიქრიათ , როგორ ცხოვრობენ რჩეულები? მე გიამბობთ. მე ერთ-ერთი მათგანი ვარ.ჩვენ არ ვართ მოდელები,არც მსახიობები,არც პოპ-ვარსკვლავები და არც მათემატიკის გენიოსები. ჩვენ დაბადებიდანვე რჩეულები ვართ - ჩვენ გაგვაჩნია ყველაფერი,რაზეც ბევრი ოცნებობს და ამას ჩვეულებისამებრ ვღებულობთ.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ზემო ისტ-საიდზე, სადაც ვცხოვრობთ, ვსწავლობთ და გვძინავს - ხანდახან ერთადაც კი.ჩვენ თვალისმომჭრელი საძინებლები გვაქვს პერსონალური აბაზანებითა და სატელეფონო ხაზებით.ჩვენ არ ვართ შეზღუდულები არც ფულში, არც სასმელში და შეიძლება ითქვას არც არაფერში. მშობლები თითქმის არასდროს არიან სახლში და ჩვენ სრული თავისუფლებით ვტკბებით.ჩვენ ჭკვიანი თავები, დახვეწილი მანერები და მოდური ტანსაცმელი გვაქვს.ჩვენი ცხოვრება სრულიად უნაკლოა , ჩვენს სიბინძურეს ასუფთავებენ მოსამსახურეები და სპეციალური სპრეით სარგებლობენ ,რომელიც საგანგებოდ ჩვენთვის შექმნეს ფრანგმა ფარფიურებმა.

რატომ მაინც და მაინც ჩვეენ? რატომაც არა?

ჩვენი სახლის მახლობლად იმყოფება მეტროპოლიტენის მუზეუმი და სკოლები - კონსტანს ბილლარდის მაგვარი,რომელშიც ჩვენ ვსწავლობთ.დილითვე მეხუთე ავენიუ მშვენივრად გამოიყურება - მზის შუქი ძალზედ სექსუალურად თამაშობს წმინდა იუდის სკოლის მოსწავლე ყმაწვილთა თმებში.

და იცით რა ? - რაღაც მუზეუმის მახლობელ ტერიტორიას სენსაციის სუნი ასდის...



ბ -იმ დედას სკანდალი მოუწყო > მაღაზიის პირდაპირ. ნეიტი პლანს ეწეოდა მუზეუმის კიბეებზე.ჩაკმა იყიდა ახალი სასკოლო ფეხსაცმელი >-გან. ნიუ-ხეივენსის მატარებლიდან ცენტრალურ სადგურზე გამოვიდა მაღალი , შეუდარებელი უცნობი ,რომელიც ვიღაცას მახსენებს........შესახედათ ჩვიდმეტი წლის..ნუთუ ს-ი დაბრუნდა???!

გოგონას,რომელიც პანსიონში გაემგაზრა,წიხლი ამოარტყეს და დაბრუნდა.

კი, ს-ი დაბრუნდა.მას თმა გაეზარდა და გაუღიავდა.მისი ცისფერი თვალები უამრავ საიდუმლოს ინახავენ.მას კვლავ შესანიშნავი თანსაცმელი აცვია.ამ დილით ს-ის სიცილი გაჟღერდა მეტროპოლიტენის მუზეუმთან,სადაც ვეღარ დავტკბებით სიგარეტის მოწევითა ან კაპუჩინოს დალევით მარტოობაში. მან დაიწყო ფრჩხილების კმეტა- აი კიდევ ერთი საიდუმლო,-მიუხედავად იმისა,რომ ყველა ცნობისმოყვარეობისაგან მოვკვდებით,მაგრამ არავინ არ ჰკითხავს მისი დაბრუნების მიზეზს. უკეთესი იქნებოდა არ დაბრუნებულიყო,მაგრამ.............ს-ი უკვე აქ არის.

ყოველი შემთხვევისთვის დავხედოთ საათს. თუ ყურადღებით ვიქნებით , ს-ი გახდება საყვარელი მოსწავლე, ჩაიცვამს კაბას , რომელშიც ჩვენ ვერ ჩავეტევით, მიირთმევს ბოლო ზეთისხილს,მას ჩვენი მშობლების საძინებელში ექნება სექსი, იგი დასვრის ჩვენს ხალიჩებს ღვინით,წაგვართმევს შეყვარებულებს,ჩვენი ძმების გულებს დაიმონებს, ჩაგვიშხამებს ცხოვრებას და ყველაფერში გვაჯობებს.

მე ყურადღებით ვიქნები.ყველაფერს დავაკვირდები.ჩვენ გველის შეშლილი და წარმოუდგენელი წელი. მე ამას ვგრძნობ.

თქვენ იცით,რომ გიყვარვათ
გკოცნით
ჭორიკანა! <3



No comments:

Post a Comment