Saturday, June 25, 2011

Goodbye school

მოვიდა ზაფხული..უკვე ივნისის მიწურულია, ეს ყოველივე კი ნიშნავს იმას,რომ სკოლა დამთავრდა! და ყველანი გავთავისუფლდით: დილით ადრე ადგომისგან და რაც მთავარია კითხვისგან: რა ჩავიცვა??  ეს  "საშინელი" კითხვა ალბათ, მარტო მე არ მაწუხებს.თანაც ყოველ დილით.ყველას გვინდა,რომ ვიყოთ განსხვავებულები და ორიგინალურები.ისე ჩავიცვათ,რომ ყველასგან გამოვირჩეოდეთ.თუმცა ამ პატარა ქალაქში,ანუ თბილისში ნაკლებადაა მაღაზიების ფუფუნება.სწორედ ამიტომაც ყოველ მეორეს აღმოუჩენ სხეულზე რაიმე შენნარ ნივთს.ეს იქნება აქსესუარი თუ ტანსაცმელი.სექტემბრიდან-ივნისამდე ჩემს სკოლაში იყო ასეთი  მოდა: კეტები,ჯინსი,მაისური და შავი ჟაკეტი.ყველას ასე ეცვა განურჩევლად ასაკისა.მე რათქმაუნდა ასე არ მომწონდა და სწორედ ამიტომაც ვცდილობდი განსაკუთრებულად შავი ჟაკერი არ ჩამეცვა და მემგონი გამომივიდა კიდეც. ახლა კი მოდით გადავხედოთ მთლიანად თბილისის სტილს თუ რა შემოვიდა მოდაში და რა იქნა "ატაცებული" თბილისელების მიერ )
 
ესეიგი,პირველი იქნა "ატაცებული" ბენსიმონები,რომელიც ღირს 150  ლარიდან 300 ლარამდე! უბრალოდ არ ვიცი, როგორ უნდა მიცე ამხელა თანხა ამ ნაჭერში, მაგრამ თუ ბენსიმონები გაცვია ესეიგი ძალიან მაგარი ხარ.ასეთია ჩვენი თბილისის სტერეოტიპი.თან როცა საზღვარგარეთ ბენსიმონები აცვიათ ყველაზე ღარიბებს და ისიც იმათაც არ მოსწონთ, მაგრამ რა ქნან იქ ყველაზე იაფი ეს ფეხსაცმელებია განსხვავებით ჩვენგან :) თან მე არ შემხვედრია ისეთი ბენსიმონი, რომელსაც ძირზე ან ფერი არ ქონდეს გადასული ან  პირიქით ნაჭერზე არ იყოს რეზინა გადასული.მაგალითად, როგორც ამ ბენსიმონს ააქვს:) გამოგიტყდებით და ერთი პერიოდი მეც მინდოდა ბენსიმონები, მაგრამ როგორც ჩანს ეხლა არ მაქვს და არც მექნება )


წითელი შარვალი.წითელი შარვალი მგონი ერთ-ერთი კარგი 'ატაცებაა' განსხვავებით წინასგან.წითელი შარვალი მეც მაქვს და ძალიან მომწონს რადგან ზაფხულს ძალიან შეესაბამება და ძალიან კარგ განწყობაზე გაყენებს
ისევე როგორც, მწვანე შარვალი. მწვანე შარვალიც ატაცებაა და ესეც მომწონს რადგან ბევრ რამეს უხდება და ცნობილი დიზაინერების, მაგალითად, როგორიცაა "მოსქინო"მის 2011-წლის კოლექციაშიც ვნახე,ზემოთხსენებული მწვანე შარვალი მაგრამ ამჯერად მამაკაცის:)
ახლა კი განახებთ მოკლედ და კონკრეტულად თბილისის ლუქს
ტყავს ქურთუკი,ზოლიანი მაისური ან ნახატებიანი,დახეული ჯინსის შარვალი,ბენსიმონები,აიფოდი და აიფოუნი,მუსიკა ჯასტინ ბიბერი,სილიბენზები,პაულ სმიტის ჩანთა,ლუკა პოლარეს ნაყინი,შარფი.
სამწუხაროს ეს არის თბილისის მოდა, ძალიან მინდა,რომ შეიცვალოს და ყველას განსხვავებულად ეცვას.ტანსაცმლის ყიდვის დროს არ გჭირდებოდეს ფიქრი,"ნეტავი ასეთი ბევრს აცვია?" . რათქმაუნდა ევროპაშიც არის მოდური ნივთები და ცდილობენ,რომ შეიძინონ,მაგრამ როგორც აქ არა.ყველას არ აცვია ის მოდური ტანსაცმელი. ალბათ გარკვეულწილად როგორც ზემოთ ავღნიშნე ეს პრობლემა,მაღაზიების ერთგვარ ნაკლებობაზეცაა. თან მინდა ავღნიშნო,რომ საქართველოში რაც კი მაღაზიებია მაგ: მის პოემი,ბენეტონი,პრომოდი და ა.შ საზღვარგარეთ ძალიან დაბალ დონედ ითვლება,თანაც ყველაფერი კაპიკები ღირს განსხვავებით ჩვენგან.რას ფიქრობთ თქვენ თბილისის მოდაზე,გამოხატეთ თქვენი აზრი:)

5 comments:

  1. ჩემო საყვარელოო :* ვგიჟდები შენზე:) ესეთი ჭკვიანი და საყვარელი რომ ხარ! და გეთანხმები ყველაფერში! აბსოლიტურად მართალი ხარ! საშინელებაა ის რაც ხდება თბილისში,ყველას ერთნაირად აცვიათ და რაც ყველაზე მთავარია ყველა დარწმუნებულია იმაში რომ უხდება ის რაც აცვია!

    ReplyDelete
  2. დიდი მადლობა ეკუნა მეც ვგიჟდები შენზე :**

    ReplyDelete