Tuesday, August 2, 2011

მსოფლიოს ულამაზესი ქალაქები!

დღეს, ჩემს პოსტში მინდა განვიხილო მსოფლიოს ულამაზესი დედაქალაქები თავიანთი ხიბლებით,რადგან ყველა ქალაქს აქვს თავისი სილამაზე,ინდივიდუალორობა და სხვა.

მოდით დავიწყოთ საფრანგეთით.

1)საფრანგეთი ულამაზესია,პარიზი საფრანგეთის დედაქალაქი და ქვეყნის უდიდესი ქალაქია.რომელსაც ორი ზედმეტსახელითაც იცნობენ ეს არის ”სინათლის ქალაქი” და ”სიყვარულის ქალაქი” -ამ სახელწოდებით პარიზი მე-19 საუკუნიდან მოყოლებული დიდი რეპუტაციით სარგებლობს,დედაქალაქი ასევე  გამოირჩევა მისი რომანტიკული წვრილი ქუჩებით, კაფეებით,ნეოკლასიკური არქიტექტურითა და მისი გავლენით მოდასა და ხელოვნებაზე.პარიზი მდიდარია მუზეუმებით, გალერეებით, რესტორნებითა და ღამის კლუბებით და მას ყველაზე მეტი სტუმარი ჰყავს მსოფლიოში (30 მილიონზე მეტი წელიწადში). პარიზის ყველაზე ცნობილი სიმბოლოებია  სენის ნაპირას მდებარე 324 მეტრი სიმაღლის ყავისფერი ლითონის ეიფელის კოშკი და კარუსელის ტრიუმფალური თაღი,რომელიც ასევე ნეოკლასიკური არქიტექტურითაა აგებული.


საფრანგეთმა  გვაჩუქა ისეთი მწერლები როგორებიც არიან:ონორე დე ბალზაკი,ფრედერიკ ბეგბედერი,ალექსანდრ დიუმა,ჟიულ ვერნი,შარლ ლუი დე მონტესკიე,ვიქტორ ჰიუგო და სხვა

.
ფრანგი დიზაინერები:ჟან-პოლ გოტიე,კრისტიან დიორი,კოკო შანელი,კრისტიან ლუბუტენი და სხვა.




გალაკტიონ ტაბიძე: “ეიფელის კოშკზე”

არის მთასავით კოლოსალური

 მარსის მინდორზე მდგარი შენობა.

 მე ავდიოდი, ვით მოხარული

 სვეტებზე ადის შუქთაფენობა.

 ოთხკუთხიანი ეს პირამიდა,

 პარიზზე ასე განით მჭვრეტელი,

 ახლაც იგონებს, როგორ ავიდა

 ამ სიმაღლეზე აკაკი წერეთელი!

 (ვიღაცა სწუხდა მგონი ლექსებით,

 რომ გვიან შეხვდა უეცარ ალებს,

 რომ დაუძლურდა, რომ ექსცესებით

 ვეღარ გაართობს პარიზელ ქალებს).

 მე ამ კოშკს ჩემი შევწირე მსხვერპლი

 და შევიწირე, ვით სახსოვარი,

 ზრუნვის საათი, ჩემი საფერფლე,

 ერთიც იდეა სწორუპოვარი:

 რომ ეიფელის მწვერვალზე დადგმულს

 რადიოსადგურს უსმენს პარიზი:

 უთანაბრობა დროებამ შთანთქა,

 ახლა ჩვენია ეს ასპარეზი!





 _________________________________________________________

ახლა გადავიდეთ ლონდონზე: ლონდონი დიდი ბრიტანეთის დედაქალაქია.ლონდონი არის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი და მიმზიდველი ქალაქი, რომელიც სავსეა სანახაობებით.მას სტუმრობს მილიონობით ადამიანი წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.მდინარე ტემზა,რომელიც მიედინება ლონდონში არის ადგილი საიდანაც შეგიძლია დაათვალიერო მთელი ქალაქი.


ლონდონის ღირსშესანიშნაობები:Piccadilly Circus არის პატარა სკვერი და მთავარი რის გამოც მას სტუმრობენ არის ეროსის ქანდაკება რომელიც მდებარეობს ქალაქის ცენტში და რომელიც სიყვარულის ღმერთია ბერძნულ მითოლოგიაში,



Trafalgar Square-უკავშირდება Nelson-ის გამარჯვებას 1805 წელს.მოედნის ცენტრში არის 150 მეტრის სვეტი,რომლის წვერშიც არის ინგლისის უდიდესი გმირის Admiral Nelson-ის ქანდაკება,ხოლო სვეტის ძირში არის ოთხი ბრინჯაოს ლომი.ეს არის სკვერი,რომელიც პოპულარული შეხვედრის ადგილია როგორც ლონდონელებისთვის ასევე დამთვარიელებლებისთვისაც,

Buckingham Palace-არის ინგლისის დედოფლის ოფიციალური ლონდონის სახლი.სასახლის წინ არის Victoria-ს ქანდაკება,რომელიც სასახლის წინ დგას და გადაყურებს Mall-ს.Mall არის ფართო ქუჩა,რომელიც სასახლიდან უკავშირდება Trafalgar Square-ს.სწორედ აქ იკრიბება ხალხი დედოფლის ჯირითის სანახავად განსაკუთრებულ სამეფო შემთხვებში.სწორედ ზემოთ ხსენებული სანახაობები ხდას ლონდონს ასეთ მიმზიდველს უცხოელებისთვის.


ბიგ ბენის ისტორიული საათი 1859 წლიდან, ზუსტ დროს აჩვენებს.მისი სიმაღლე 320 ფუტია. ბიგ ბენის მშენებლობა 1837 წელს დაიწყო...



 _________________________________________________________
 
შემდეგი ქალაქია მილანი: მილანი არის იტალიის დედაქალაქი,რომელიც არის ქვეყნის  ყველაზე განვითარებული ქალაქი. ქალაქი განთქმულია მოდის ფირმებითა და მაღაზიებით მილანი მსოფლიო მოდისა და დიზაინის ერთ-ერთ დედაქალაქთაგანია ნიუ-იორკის, პარიზის, ლონდონისა და ტოკიოს გვერდიგვერდ. მილანი ასევე ცნობილია აქ წარმოებული ავტომანქანებით ალფა-რომეო.ფერარი  და აბრეშუმის ქსოვილით.

მილანს ასევე ყავს ძალიან ცნობილი გუნდი “მილანი“




 

 _________________________________________________________
შემდეგი და ბოლო ქალაქი არის ნიუ-იორკი:

მართალია ნიუ-იორკი ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქი არ არის,მაგრამ მგონი უფრო მეტად პოპულარულია ვიდრე ვაშინგტონი.ნიუ-იორკის ზედმეტ სახელია „დიდი ვაშლი“ქალაქში 8 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.ნიუ-იორკი ამჟამად უდიდეს ამერიკულ ქალაქთა შორის კრიმინალის ყველაზე დაბალი დონით გამოირჩევა.

დღეს ნიუ-იორკი აშშ-ის კინოინდუსტრიის მეორე უდიდესი ცენტრია.ნიუ-იორკი ტელევიზიის რეკლამის , მუსიკის , პრესისა და წიგნების გამომცემლობის ინდუსტრიების გლობალური ცენტრია, ის ასევე უდიდესი მედია ბაზარია აშშ-ში.

ნიუ-იორკის ღირსშესანიშნაობები:ემპაია სთეით ბილდინგი.
 
                                                               თაიმს სქვერი.

                                              ბროდვეის თეატრალური სპექტაკლები



ესეც ასე, მგონი ნაწილობრივ ყველა ქალაიქის ხიბლი გაგაცანით.საბოლოოდ კი თქვენ ,რომელი ქალაქი მოგეწონათ ყველაზე მეტად?:)))

1 comment:

  1. ჰაა, პარიზი პირველია! ისე ჩვენი მერია რა მწარე პლაგიატია ("თბილისი - სინათლის ქალაქი")?! :)

    ReplyDelete