Tuesday, June 28, 2011

Sharpay's fabulous adventure

Sharpay's fabulous adventure-2011 წლის 19 აპრილს გამოვიდა,შეიძლება ეს პერსონაჟი გეცნობოდეთ High school music-იდან, ის შარპეის სტურენტურ ცხოვრებაზე მოგვითხრობს. ფილმი უკვე დაიდო საიტზე:www.offline.ge, ასე,რომ ვისაც გიყვართ ასეთი ჟანრის ფილმები და რაც მთავარია ვარდისფერი მაშინ უკვე შეგიძლიათ გადმოწეროთ:) როლებში:     Ashley Tisdale.
                                                         Lucas Grabeel
                                                         Austin Butler
                                                        Bradley Steven Perry
                                                        Lauren Collins
                                                       Cameron Goodman
                                                       Alec Mapa
                                                       Jack Plotnick 

მე პირადად ძალიან კარგ განწყობაზე დამაყენა ამ ფილმმა, ვერ ვიტყვი რომ თვითონ შინაარსით მოვიხიბლე, მაგრამ მოვიხიბლე თვითონ ამ პერსონაჟზე.და ძალიან შემიყვარდა მისი ძაღლი ბოი:) მეც ძაააააააააააააააააალიან მინდა ასეთი ძაღლი :( ,მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ 1000$ ღირს :((


                                                         


   ეს კი ფილმის ოფიციალური ტრეილერი :)



                                                            


Monday, June 27, 2011

საინტერესო საიტი



   www.thephotocabine.com -ეს არის საიტი,რომელიც ფოტო-კაბინის ილუზიას ქმნის.შედიხართ და ხედავთ კაბინას,როცა ფარდას დააჭერთ, თქვენ შიგნით აღმოჩნდებით,როცა წითელ ღილაკს დააჭერთ დაიწყება ფოტოების გადაღება,სულ 4 ფოტოს იღებთ,ბოლოს თქვენი ფოტოები ჩამოვარდება,მიაჭერთ ამ სურათებს და ნახავთ ახლოდან , შეგიძლიათ გახადოთ შავ-თეთრი ან შეუცვალოთ ფორმა.ასევე გადმოწეროთ კომპიუტერში,ან გამოაქვეყნოთ სოციალურ ქსელებზე.

  ეს კი მე ჰაჰა:))))

ჩემს შესახებ

 

გადავწყვიტე გაგეცნოთ უფრო ახლოს.დავწერო ჩემს შესახებ, იქნებ რაიმე საერთო აღმოგვაჩნდეს მე და შენ? 


 ძალიან მიყვარს ვარდისფერი ფერი , ყველაფერი მიყვარს რაც ვარდისფერი შეიძლება იყოს, ტანსაცმელი,აქსესუარი,ოთახი,კომპოიუტერი და ა.შ ამიტომაცაა ჩემი ბლოგი ვარდისფერი:)

მიყვარს:როცა დილით ადრე არ ვდგები,ჩემი ოთახი არაა დასალაგებელი. ტელევიზორში კარგი კინო გადის, კარგი ამინდია, ჩემს მეგობრებთან ერთად ვარ, მივდივარ შოპინგზე. ჩემს დეიდაშვილთან სანდროსთან ვარ. კომპიუტერთან ვზივარ.რაიმეს მჩუქნიან,კომპლიმენტს მეუბნებიან,იწყება საზაფხულო არდადეგები.იწყება სკოლა.ვუყურებ საშინელებათა ფილმს,მივდივარ ტელევიზიაში.ვკატაობ ველოსიპედოთ.

არ მიყვარს:როცა საჭმლის ჭამას მაძალებენ,გარეთ წვიმს,ინტერნეტი არმაქვს,უკბილო ხუმრობებს მეუბნებიან,ხაშის სუნი მომდის(იუ),ორი ადამანის დიალოგს ვუსმენ,ორივე არასწორად მსჯელობს და მე რომ ვიცი სწორად მაგრამ არ შემიძლია თქმა,

საჭმელი-მაგდონალდსი,შემწვარი კარტოფიბლი,მაკარონი
ფერი: ვარდისფერი,წითელი,ყავისფერი

კვირის დღე:შაბათი და კვირა.
თვე:ივნისი,ივლისი,აგვისტო,სექტემბერი,ოქტომბერი.    

მომღერალი:Beyonce,jessie j,sia,michael jackson,notarius big,mika.eminem.willow smith,
Coldplay, Gorillaz, The Beatles, 
ფილმი: I am sam,The notebook,Wild child,The clique,the devil wears Prada,a lot like love,the hangover,The titanic,legally blonde,

ანიმაცია:Toy story,Up,The kids from room 402,Monster corporation,Tangled,
 მსახიობი:Denzel Washington,will smith,bred pitt,Tom cruise,Johny depp,Jason Statham,Anne 
Hathaway,Natalie Portman,

ჰობი:ხატვა,ფილმების ყურება,ველოსიპედით კატაობა,მეგობრებთან გართობა,
წიგნი: ანა ფრანკის დღიური,ჯეინ ეარი,ასტიდ ლინდგრენის ყველა წიგნი,  

ტელევიზია:საბავშვო ამბები,სერიალი"ჭორიკანა",სერიალი"ექიმი ჰაუსი",The Ellen DeGeneres,Oprah Winfrey.
დიზაინერი:შანელი,მოსქინო,
სტილი:ავანგარდული,კლასიკური.
  




ეს ვარ მე!!!ჩემი ნაკლოვანებებით და დადებითი თვისებებით:) 

Saturday, June 25, 2011

Goodbye school

მოვიდა ზაფხული..უკვე ივნისის მიწურულია, ეს ყოველივე კი ნიშნავს იმას,რომ სკოლა დამთავრდა! და ყველანი გავთავისუფლდით: დილით ადრე ადგომისგან და რაც მთავარია კითხვისგან: რა ჩავიცვა??  ეს  "საშინელი" კითხვა ალბათ, მარტო მე არ მაწუხებს.თანაც ყოველ დილით.ყველას გვინდა,რომ ვიყოთ განსხვავებულები და ორიგინალურები.ისე ჩავიცვათ,რომ ყველასგან გამოვირჩეოდეთ.თუმცა ამ პატარა ქალაქში,ანუ თბილისში ნაკლებადაა მაღაზიების ფუფუნება.სწორედ ამიტომაც ყოველ მეორეს აღმოუჩენ სხეულზე რაიმე შენნარ ნივთს.ეს იქნება აქსესუარი თუ ტანსაცმელი.სექტემბრიდან-ივნისამდე ჩემს სკოლაში იყო ასეთი  მოდა: კეტები,ჯინსი,მაისური და შავი ჟაკეტი.ყველას ასე ეცვა განურჩევლად ასაკისა.მე რათქმაუნდა ასე არ მომწონდა და სწორედ ამიტომაც ვცდილობდი განსაკუთრებულად შავი ჟაკერი არ ჩამეცვა და მემგონი გამომივიდა კიდეც. ახლა კი მოდით გადავხედოთ მთლიანად თბილისის სტილს თუ რა შემოვიდა მოდაში და რა იქნა "ატაცებული" თბილისელების მიერ )
 
ესეიგი,პირველი იქნა "ატაცებული" ბენსიმონები,რომელიც ღირს 150  ლარიდან 300 ლარამდე! უბრალოდ არ ვიცი, როგორ უნდა მიცე ამხელა თანხა ამ ნაჭერში, მაგრამ თუ ბენსიმონები გაცვია ესეიგი ძალიან მაგარი ხარ.ასეთია ჩვენი თბილისის სტერეოტიპი.თან როცა საზღვარგარეთ ბენსიმონები აცვიათ ყველაზე ღარიბებს და ისიც იმათაც არ მოსწონთ, მაგრამ რა ქნან იქ ყველაზე იაფი ეს ფეხსაცმელებია განსხვავებით ჩვენგან :) თან მე არ შემხვედრია ისეთი ბენსიმონი, რომელსაც ძირზე ან ფერი არ ქონდეს გადასული ან  პირიქით ნაჭერზე არ იყოს რეზინა გადასული.მაგალითად, როგორც ამ ბენსიმონს ააქვს:) გამოგიტყდებით და ერთი პერიოდი მეც მინდოდა ბენსიმონები, მაგრამ როგორც ჩანს ეხლა არ მაქვს და არც მექნება )


წითელი შარვალი.წითელი შარვალი მგონი ერთ-ერთი კარგი 'ატაცებაა' განსხვავებით წინასგან.წითელი შარვალი მეც მაქვს და ძალიან მომწონს რადგან ზაფხულს ძალიან შეესაბამება და ძალიან კარგ განწყობაზე გაყენებს
ისევე როგორც, მწვანე შარვალი. მწვანე შარვალიც ატაცებაა და ესეც მომწონს რადგან ბევრ რამეს უხდება და ცნობილი დიზაინერების, მაგალითად, როგორიცაა "მოსქინო"მის 2011-წლის კოლექციაშიც ვნახე,ზემოთხსენებული მწვანე შარვალი მაგრამ ამჯერად მამაკაცის:)
ახლა კი განახებთ მოკლედ და კონკრეტულად თბილისის ლუქს
ტყავს ქურთუკი,ზოლიანი მაისური ან ნახატებიანი,დახეული ჯინსის შარვალი,ბენსიმონები,აიფოდი და აიფოუნი,მუსიკა ჯასტინ ბიბერი,სილიბენზები,პაულ სმიტის ჩანთა,ლუკა პოლარეს ნაყინი,შარფი.
სამწუხაროს ეს არის თბილისის მოდა, ძალიან მინდა,რომ შეიცვალოს და ყველას განსხვავებულად ეცვას.ტანსაცმლის ყიდვის დროს არ გჭირდებოდეს ფიქრი,"ნეტავი ასეთი ბევრს აცვია?" . რათქმაუნდა ევროპაშიც არის მოდური ნივთები და ცდილობენ,რომ შეიძინონ,მაგრამ როგორც აქ არა.ყველას არ აცვია ის მოდური ტანსაცმელი. ალბათ გარკვეულწილად როგორც ზემოთ ავღნიშნე ეს პრობლემა,მაღაზიების ერთგვარ ნაკლებობაზეცაა. თან მინდა ავღნიშნო,რომ საქართველოში რაც კი მაღაზიებია მაგ: მის პოემი,ბენეტონი,პრომოდი და ა.შ საზღვარგარეთ ძალიან დაბალ დონედ ითვლება,თანაც ყველაფერი კაპიკები ღირს განსხვავებით ჩვენგან.რას ფიქრობთ თქვენ თბილისის მოდაზე,გამოხატეთ თქვენი აზრი:)

Friday, June 24, 2011

MAKING OF THE “MADEMOISELLE” CAMPAIGN WITH BLAKE LIVELY

ჩემი ორი ფავორიტი: შანელი და ბლეიქი :):) შეგახსენებთ,რომ კარლ ლანგენფელდმა შანელის ახალი ჩანთის  ხაზის "მადმუაზელის" სახედ ჰოლივუდის ერთ-ერთი ამომავალი ვარსკვლავი ბლეიკ ლაივლი აირჩია.ჩვენ იგი გავიცანით სერიალ "ჭორიკანა" -დან.
                                                     Model: blake lively
                                   Photos: Emanuele Scorcelletti

                                   31 rue Cambon, Paris




DINNER IN HONOR OF BLAKE LIVELY 


                                                     31 rue Cambon, Paris. March 5th 

Thursday, June 23, 2011

თანამედროვე ბავშვი

ნამდვილად არ მინდა, რომ ჩემი და თქვენი ცხოვრება ასეთი გახდეს ახლო მომავალში და იმედია,რომ არც გახდება!! არ შეიძლება ადამიანი კომპიუტერზე იყოს დამოკიდებული, რადგან ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ კომპიუტერის იქითაც არსებობს სამყარო,სამყარო რომელიც მრავალფეროვანია.ადამიანებით, ბუნებით, გართობით, მეგობრებით და რაც მთავარია წიგნით.რაც არ უნდა ბევრი ვამტკიცოთ მგონი მაინც უნდა ვაღიაროთ,რომ წიგნი საერთოდ სხვაა და კომპიუტერი სხვა, კი კომპიუტერში ძალიან ბევრი ინფორმაციის მოპოვება შეიძლება,მაგრამ იმდენს მაინც ვერ მოგვცემს,იმდენად მაინც ვერ აგვამაღლებს სულიერად როგორც წიგნი.მეც ძალიან მიჭირს ზოგჯერ,კომპიუტერიდან ადგომა და წიგნის წაკითხვა, მაგრამ დედა რისთის მყავს? :)))








DAVID KOMA




არცერთი წარუმატებელი დეფილე. ყველა მისი კოლექცია ყოველთვის აღფრთოვანების საგანია. მის სამოსში გამოწყობილან ისეთი ვარსკვლავები როგორიცაა: ბიონსე, კაელი მინოუგი, ლედი გაგა, რიჰანა და სხვები. მისი კოლექცია დაიბეჭდა ”ვოგის” ფურცლებზე...და ის ქართველია!!! 

დავით კომახიძე, ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი დიზანიერია. მისი სახელი მოდურ სამყაროში "Central Saint Martins fashion college" საუკეთესო კოლექციის წარდგენის შემდეგ გამოჩნდა.

მოგვიანებით მისი კოლექცია გაგზავნილ იქნა "Harrods"–ში, სადაც მხოლოდ ცნობილი დიზაინერების ბრენდებია გამოფენილი.

ამას კიდევ მოჰყვა რამდენიმე წარმატება, მაგრამ მას შემდეგ, რაც ბიონსემ "MTV"–ს დაჯილდოვებაზე მისი კაბა მოირგო,

დევიდ კომას სახელმა სამუდამო კვალი დატოვა მსოფლიო მოდის და შოუ–ბიზნესის ისტორიაში.


 მე ძალიან მეამაყება, რომ დევიდ კომა ქართველია და ასე კარგად აცნობს მსოფლიოს ჩვენს ქვეყანას! შეგიძლიათ,  ნახოთ facebook-შიც მისი ოფიციალური გვერდი. ახლა კი  შემოგთავაზებთ სურათებს, რომ თვითონ დარწმუნდეთ ამ ყოველივეში !
                                                                                                                                                               








 
ესეც ჩვენი ალისია:) IN KOMA!
















 მეგანი   IN KOMA!








  















 როგორც ჩანს კაილის ძალიან უყვარს კომა.



































 














და ბოლოს უმშვენიერესი ნატალია, ძალიან გამიხარდა როცა ისიც კომას კაბაში დავინახე,


 
 ნატალია და კომა ანუ დავითი :)



















და ბოლოს მე ვამაყობ,რომ მამაჩემი და დავითის მამა ბავშვობის მეგობრები არიან.ცოტა ხნის წინ კი მისი მშობლები,მეც გავიცანი:)








კომას 
მშობლები
და 
მამაჩემი:)