Thursday, June 23, 2011

თანამედროვე ბავშვი

ნამდვილად არ მინდა, რომ ჩემი და თქვენი ცხოვრება ასეთი გახდეს ახლო მომავალში და იმედია,რომ არც გახდება!! არ შეიძლება ადამიანი კომპიუტერზე იყოს დამოკიდებული, რადგან ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ კომპიუტერის იქითაც არსებობს სამყარო,სამყარო რომელიც მრავალფეროვანია.ადამიანებით, ბუნებით, გართობით, მეგობრებით და რაც მთავარია წიგნით.რაც არ უნდა ბევრი ვამტკიცოთ მგონი მაინც უნდა ვაღიაროთ,რომ წიგნი საერთოდ სხვაა და კომპიუტერი სხვა, კი კომპიუტერში ძალიან ბევრი ინფორმაციის მოპოვება შეიძლება,მაგრამ იმდენს მაინც ვერ მოგვცემს,იმდენად მაინც ვერ აგვამაღლებს სულიერად როგორც წიგნი.მეც ძალიან მიჭირს ზოგჯერ,კომპიუტერიდან ადგომა და წიგნის წაკითხვა, მაგრამ დედა რისთის მყავს? :)))








No comments:

Post a Comment