Tuesday, August 30, 2011

Must have!

ჩემი must have-

1)ტელეფონი :) ყველგან და ყოველთვის.

2)მაჯის საათი- ძირითადად უფრო სილამაზისთვის მიკეთია ვიდრე დროის გასაგებად:)

3)პერანგი ანუ "საროჩკა" :დდ ყოველთვის ყველაფერს უხდება. დახვეწილი და მუდამ მოდურია

4)ჩანთა-ძალიან მოდური აქსესუარია , პრაქტიკულია და ლამაზი


ჯერ-ჯერობით სულ ესააა!!! :)))












Gossip girl-ის წიგნი ქართულ ენაზე!

Facebook-ზე გახსნილია ჭორიკანას ქართული ფან-კლუბი.გუშინ ფან-კლუბის გვერძე დაიდო ჭორიკანას წიგნი ქართულ ენაზე. პირველი თავი.შეიძლება ბევრმა ნახა,მათ ვინც ვერ ნახა გთავაზობთ ჩემს ბლოგში:)


წიგნი 1 - თავი I

არასოდეს გიფიქრიათ , როგორ ცხოვრობენ რჩეულები? მე გიამბობთ. მე ერთ-ერთი მათგანი ვარ.ჩვენ არ ვართ მოდელები,არც მსახიობები,არც პოპ-ვარსკვლავები და არც მათემატიკის გენიოსები. ჩვენ დაბადებიდანვე რჩეულები ვართ - ჩვენ გაგვაჩნია ყველაფერი,რაზეც ბევრი ოცნებობს და ამას ჩვეულებისამებრ ვღებულობთ.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ზემო ისტ-საიდზე, სადაც ვცხოვრობთ, ვსწავლობთ და გვძინავს - ხანდახან ერთადაც კი.ჩვენ თვალისმომჭრელი საძინებლები გვაქვს პერსონალური აბაზანებითა და სატელეფონო ხაზებით.ჩვენ არ ვართ შეზღუდულები არც ფულში, არც სასმელში და შეიძლება ითქვას არც არაფერში. მშობლები თითქმის არასდროს არიან სახლში და ჩვენ სრული თავისუფლებით ვტკბებით.ჩვენ ჭკვიანი თავები, დახვეწილი მანერები და მოდური ტანსაცმელი გვაქვს.ჩვენი ცხოვრება სრულიად უნაკლოა , ჩვენს სიბინძურეს ასუფთავებენ მოსამსახურეები და სპეციალური სპრეით სარგებლობენ ,რომელიც საგანგებოდ ჩვენთვის შექმნეს ფრანგმა ფარფიურებმა.

რატომ მაინც და მაინც ჩვეენ? რატომაც არა?

ჩვენი სახლის მახლობლად იმყოფება მეტროპოლიტენის მუზეუმი და სკოლები - კონსტანს ბილლარდის მაგვარი,რომელშიც ჩვენ ვსწავლობთ.დილითვე მეხუთე ავენიუ მშვენივრად გამოიყურება - მზის შუქი ძალზედ სექსუალურად თამაშობს წმინდა იუდის სკოლის მოსწავლე ყმაწვილთა თმებში.

და იცით რა ? - რაღაც მუზეუმის მახლობელ ტერიტორიას სენსაციის სუნი ასდის...



ბ -იმ დედას სკანდალი მოუწყო > მაღაზიის პირდაპირ. ნეიტი პლანს ეწეოდა მუზეუმის კიბეებზე.ჩაკმა იყიდა ახალი სასკოლო ფეხსაცმელი >-გან. ნიუ-ხეივენსის მატარებლიდან ცენტრალურ სადგურზე გამოვიდა მაღალი , შეუდარებელი უცნობი ,რომელიც ვიღაცას მახსენებს........შესახედათ ჩვიდმეტი წლის..ნუთუ ს-ი დაბრუნდა???!

გოგონას,რომელიც პანსიონში გაემგაზრა,წიხლი ამოარტყეს და დაბრუნდა.

კი, ს-ი დაბრუნდა.მას თმა გაეზარდა და გაუღიავდა.მისი ცისფერი თვალები უამრავ საიდუმლოს ინახავენ.მას კვლავ შესანიშნავი თანსაცმელი აცვია.ამ დილით ს-ის სიცილი გაჟღერდა მეტროპოლიტენის მუზეუმთან,სადაც ვეღარ დავტკბებით სიგარეტის მოწევითა ან კაპუჩინოს დალევით მარტოობაში. მან დაიწყო ფრჩხილების კმეტა- აი კიდევ ერთი საიდუმლო,-მიუხედავად იმისა,რომ ყველა ცნობისმოყვარეობისაგან მოვკვდებით,მაგრამ არავინ არ ჰკითხავს მისი დაბრუნების მიზეზს. უკეთესი იქნებოდა არ დაბრუნებულიყო,მაგრამ.............ს-ი უკვე აქ არის.

ყოველი შემთხვევისთვის დავხედოთ საათს. თუ ყურადღებით ვიქნებით , ს-ი გახდება საყვარელი მოსწავლე, ჩაიცვამს კაბას , რომელშიც ჩვენ ვერ ჩავეტევით, მიირთმევს ბოლო ზეთისხილს,მას ჩვენი მშობლების საძინებელში ექნება სექსი, იგი დასვრის ჩვენს ხალიჩებს ღვინით,წაგვართმევს შეყვარებულებს,ჩვენი ძმების გულებს დაიმონებს, ჩაგვიშხამებს ცხოვრებას და ყველაფერში გვაჯობებს.

მე ყურადღებით ვიქნები.ყველაფერს დავაკვირდები.ჩვენ გველის შეშლილი და წარმოუდგენელი წელი. მე ამას ვგრძნობ.

თქვენ იცით,რომ გიყვარვათ
გკოცნით
ჭორიკანა! <3



Monday, August 29, 2011

ჩემი სკოლის ერთი დღე


8 საათზე მესმის დედაჩემის და მამაჩემის ოთახიდან მაღვიძარას ხმა.მე რათქმაუნდა მაშინვე ვიგებ და ვხვდები,რომ ადგომის დრო ახლოვდება,მაგრამ ვიმძინარუნებ თავს და ვაგრძელებ ძილს თან ვფიქრობ,რომ იქნება არ მოვიდეს დედაჩემი!დღეს არ წავიდე!ნეტავ დაეძინოს!










ჰაჰა ასე ვარ ხოლმე დილით,მაგრამ ფიქრებში.


მაგრამ გადის 10 წუთი დედაჩემი მიღებს ჩემი ოთახის კარს,მინთებს შუქს,მიწევს ფარდებს და რაც მთავარია მეუბნება : ელენე ადგომის დროა! ადექი!ალბათ ამაზე საშინელი მომენტრი იმ დროს არ არსებობს :D


10 წუთი ვიზმორები,გამოვყოფ საბნიდან ფეხს საშინელი სიცივე გამიყინავს ფეხს და ისევ შემოვწევ :D როგორც იქნა ავდგები,ძლიიივს ჩავიცმევ ტანსაცმელს და წავალ სკოლაში.

2 საათია მოვდივარ სახლში,ვჭამ. ვჯდები კომპიუტერთან ბლოგზე და fb-ზე შევდივარ,
შემდეგ ტელევიზორთან ვინაცვლებ. დავხედავ საათს 6 საათია. მეცადინეობის დროა უკვე თორემ ვერ მოვასწრებ, ვიწყებ ყოველთვის ქართულით რადგან ყველაზე მეტად მეადვილება. შემდეგ ისტორია ან ინგლისური, მათემატიკა ჩემთის რთული თემა სულ ბოლოშია, ერთს წავიკითხავ ამოცანას და თუ ვერ გავიგე მეორეჯერ აღარ ვკითხულობ დაფიქრება მეზარება :D ეს იყო 8 კლასი , მაგრამ ეხლა უკვე მეცხრედან აასე აღარ იქნება დამერწმუნეთ!



შეიძლება ვიღაცამ თქვას,აუუ ყველა მასე ამბობს მომავლიდან ვიწყებო მარა არავინ არ ასრულებსო,მაგრამ მ ე ერთადერთი ვიქნები ვინც ამ სტერეოტიპს

შემდეგ როგორც იქნა მოვრჩები მეცადინეობას,მერე ისევ კომპიუტერი და 12 საათზე დაძინება.


ასე,რომ ველი 15 სექტემბრს!!!!:)

Sunday, August 28, 2011

ჩემი ოცნება

ალბათ ყველას გვაქვს ჩვენ-ჩვენი ოცნებები,ზოგს არარეალური მაგალითად:მილიარდი დოლარი,მთვარეზე სახლი და  ა.შ. ზოგს კი რეალური: ძაღლი,მაგარი ტელეფონი.ველოსიპედი და სხვა.


მეც ბუნებრივია ერთ-ერთი მათგანი ვარ რომელსაც მაქვს ბეევრი ოცნეbა. ამჟამად ამ ოცნებებს უფრო არარეალურს დავარქმევდი, მაგრამ რა ვიცით იქნება ესეც ამიხდეს, ნათქვამია რაც გულით გინდა ყველაფერი აგისრულდებაო :)

1) მინდა ნიუ-ორკი -ში მქონდეს სახლი მაგალითად ასეთი:


                                        გრძელიი ბასეინიი:)
                                  აივანზე წამოსაწოლი ,ისაუზმებ ზაგარს მიიღებ :D
                                         რა ლამაზი ხედია ქალაქისკეენ   :D
ეს კი შიგნიდან: 


                                         ჩემი საძინებელი  :D

და რაც მთავარია ჩემი გარდერობი:

  

               Weekend-ებზე პარიზში დავდიოდე გადავფრინდები გადმოვფრინდები  :D
მყავდეს ნამდვილი მეგობრები:

  
 რათქმაუნდა ვიყო პროფესიონალი ჟურნალისტი:


 
                                                 ჰაჰაჰა რა კარგი სურათია ბოლოო :))) :D 

მოკლედდ ეს არის ჩემი ოცნბების 60% კიდე მაქვს ბევრი ოცნება მაგრამ ყველას ვერ ჩამოვწერ ალბათ 1 კვირა არ მეყოფა :)))) :D  

Saturday, August 27, 2011

ვინ უფრო კარგად გამოიყურება შანელის კაბაში?

რომელი უფრო იხდენს შანელის კაბებს ბლეიკ ლაივლი თუ ლეიტონი?:) 













Dress like a Celebrity

http://celebrityfashion.com. < ჩაიცვი როგორც სელებრითი,ეს საიტი სწორედ იმათვისაა ვისაც ძალიან უნდა გამოიყურებოდეს ჰოლივუდის ვარსკვლავებივით,მაგრამ არააქვს შესაძლებლობა,რომ ის ბრენდი ტანსაცმელი იყიდოს.

ეს საიტი კი გთავაზობთ იაფად მაგრამ გადმოკოპირებულ ცელებრითის ტანსაცმელებს:))))



ანუ 'პატენტი' ჰაჰა :დ 
დანარჩენი თქვენ იცით, მე მხოლოდ გირჩიეთ  :)