Monday, August 1, 2011

ბოლო გადაცემა



შაბათს 2 საათზე ჩაიწერა "საბავშვო ამბების"- სეზონის ბოლო გადაცემა.კორესპოდენტები  ანუ სხვა ბავშვები სექტემბრამდე დაგემშვიდობნენ, მე კი სამუდამოდ. მიზეზი მარტივია-ჩემი ასაკი.მალე 14 წლის გავხდები.საერთოდ კონტრაქტი 13 წლამდე მქონდა,მაგრამ ჩემმა პროდიუსერებმა  ნახევარი წლით გამიგრძელეს,რამაც ძალიან გამახარა და გამაბედნიერა. 6 თვე მაყურებელთან ანუ თქვენთან ვიყავი და აი ჩემი წამოსვლის დრო დადგა :)  რა თქმა უნდა გული  მწყდება,რადგან 2 წელიწად-ნახევარი გავატარე ჯადოსნურ სამყაროში, ტელევიზიაში.გავიცანი უამრავი ადამიანი,შევიძინე უდიდესი გამოცდილება და სხვა. ასეთია ტეველიზია ძალიან იცის ჩათრევა:) 

მაგრამ მე მაინც მიხარია,რომ ჩემს ჟურნალისტურ ცხოვრებაში რამდენიმე ნაბიჯი უკვე გადავდგი,ახლა სხვა გეგმები მაქვს,უფრო გავიზარდე და უფრო რეალურად შევხედე ჩემს მომავალს. ახლა სწავლაა საჭირო,რომ ჩემს  საქმიანობას  პროფესიონალურად დავეუფლო და ცხოვრებაში მაქსიმუმს მივაღწიო იმისთვის,რომ რიგითი ჟურნალისტი არ გავხდე.არ მინდა იმედები გავუცრუო ადამიანებს რომლებიც  ჩემგან  ბევრს ელიან. ესენი კი პირველ რიგში ჩემი მშობლები არიან

საბოლოოდ კი მინდა ყველას ძალიან, ძალიან,ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, ყველა ძალიან მიყვარს! ჩემს პროდიუსერს ჯანოს,თამუნას,ეკას,მაგდას,მაკას,ნონას.გიორგის. ყველა იქ მყოფ ბავშვს და რათქმაუნდა თქვენ, მაყურებელს!!!!
გპირდებით,რომ მე აუცილებლად დავუბრუნდები თქვენს ტელე-ეკრანებს. :)  

 ახლა კი გთავაზობთ ჩემი ორწლიანი მოღვაწეობის ფოტო-კოლაჟს.

                                          ეს ჩვენი გადაცემის 1 წლის იუბილეა :)
                                                      მუშაობის პროცესში :)
                                           
ეს  პირველი  პილოტი,როდესაც პარტნიორი სხვა მყავდა.


  
 ჩვენი პირველი დღე "რუსთავი2"-ში. როდესაც შევხვდით ამ                              გადაცემის დამაარსებელს  ბატონ ალბერტ პრიმოს.                                
               
                                                 
   აღსანიშნავია ისიც,რომ ბატონმა პრიმომ 
    America,New-york-ში თაიმს სქვერზე,
     ჩვენი გადაცემის ერთ თვიანი  ბანერი ჩამოკიდა.


                               
                                         ეს ის პერიოდია, როცა წამყვანი ცოტნე იყო
                                .                   სუუუულ პირველი გადაცემა :)
                                            გადაცემა ჩაიწერა და ალბათ დაღლილი ვარ:) 
                                    



რუსთავი 2 17 წლისაა!!! :))

ახალი სტუდია და ლუკას დაბრუნებააა! :))
                                              ეს კი სულ   ბოლო გადაცემა :( 
                                მე, კალია და თათული :)) ასევე ბოლო გადაცემა.          
                                              მე და მეტიჩარა თათული :))
 
                           _________________________________________________________
                          


                        

No comments:

Post a Comment